რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კულტურის საკითხებში მიხაილ შვიდკოი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურული კავშირები უნდა აღდგეს.
„ქართული კულტურა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ისევე, როგორც რუსული კულტურა იყო ქართული ცხოვრების ნაწილი. ამიტომ, კულტურული კავშირები უნდა აღდგეს", - განუცხადა მან კორესპონდენტს.