შადრევნის გარშემო პრემიუმ-კლასის JBL დინამიკები დაამონტაჟეს

ბათუმის ბულვარში მდებარე მუსიკალურ-მოცეკვავე ცენტრალური შადრევნების ირგვლივ აუდიოსისტემა განახლდა, ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში გარე სივრცე სრულად აღიჭურვათანამედროვე სტანდარტების შესაბამისიპრემიუმ-კლასის გარე გამოყენების JBL-ის დინამიკებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესამუსიკალური-მოცეკვავე შადრევნებისჟღერადობა.

„ასევე, დაემატა დისტანციური მართვისა და სამაგიდო მიკროფონის ფუნქცია, რაც შესაძლებლობას იძლევა, ციფრული სქემის მეშვეობით გარკვეული მანძილიდან მოხდეს შადრევნის მუსიკალური რეპერტუარის რეგულირება და მართვა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, 2023 წელს ცენტრალურ შადრევნებზე მუსიკალური პროგრამა ფრანგული კომპანიის მიერ ნაწილობრივ განახლდა. 2024 წელს კი კვლავ დაგეგმილია ახალი პროგრამის დამატება და მუსიკალური რეპერტუარის გამრავალფეროვნება.

ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა პარკია მსოფლიოში, რომელიც ბათუმის უძველეს და მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ბულვარი ჯერ კიდევ 1881 წელს დაარსდა ბათუმის ოლქის გუბერნატორის ინიციატივით, რომელმაც გერმანელ მებაღეებს რესლერსა და რეიერს დაავალა ქალაქის სანაპირო ზოლში პარკის აშენება.

ზღვისპირა პარკი თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბულვარის ტერიტორიაზე მრავალი გასართობი ობიექტია - ბუნგალოები, კაფე-ბარები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები, მოცეკვავე შადრევნები. ბულვარის მიმდებარედ მოწყობილია ველობილიკი.

ბათუმის ბულვარის ტერიტორია, რომელიც, პირობითად, „ახალ" და „ძველ" ბულვარად იყოფა, დღემდე ვითარდება. ბოლო მონაცემებით, ბულვარის სიგრძე 8 კილომეტრია.