მ/წ 28 დეკემბერს, 16 საათზე,  მისამართზე : თბილისი, მელიქიშვილის გამზ. N12,  სასტუმრო „საქართველოში“ (მე-4 სართული)  ჩატარდება:

1.ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების  „მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის სახელობის ფეხბურთის ტურნირის საერთაშორისო ფონდის“  პრეზენტაცია;

2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მერის ბ-ნ  კახა კალაძის   წერილის გაცნობა, თბილისში სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო მასშტაბის მქონე პროექტის განხორციელების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული განვითარების სელშეწყობასა და საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან.