2010 წლის შემდეგ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნარებმა არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონატის ფინალამდე ესპანეთს ერთადერთი გოლი ჰქონდა გაშვებული (ბელგიასთან შეხვედრაში), არგენტინას – ყველა მატჩი მოგებული, თუმცა, ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გამართული შეხვედრა არგენტინისთვის წარუმატებელი გამოდგა.

შეხვედრა ესპანეთის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, მატჩის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა. ვერც ერთმა გუნდმა გოლის გატანა ვერც დამატებულ 2 წუთში შეძლო.

გოლის გარეშე დასრულდა პირველი დამატებით ტაიმიც. მეორე დამატებით ტაიმში კი - შეხვედრის 106-ე წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა და ესპანეთის ნაკრები დაწინაურდა. ეს ანგარიში აღნიშნულ მატჩში საბოლოო აღმოჩნდა.

2010 წლის შემდეგ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.