alieviმნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცხოვრებაში - ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს მიაღწია.

2019 წლის 6 აპრილს, ქალაქ ბაქოში, რაუფ ჰასანოვის და ნიგარ ოჯაგავას ოჯახში (აგდერინის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულნი, ამჟამად აგადამის რეგიონის სოფელ ბაშ-გიუნეფაიაში რეგისტრირებულნი) დაიბადა მეათემემილიონე ქვეყნის მაცხოვრებელი. ახალშობილის წონა შეადგენს 3.6 კგ, სიმაღლე კი - 52 სანტიმეტრია.

AZERTAC გვაცნობებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევმა მიულოცეს აღნიშნული მოვლენა ჩვენს ერსა და ახალდაბადებული ბავშვის მშობლებს.

სასიხარულოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანის მოსახლეობა სწრაფად იზრდება.ეს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძნული და შორსმჭვრეტული ხელმძღვანელობის ქვეშ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული დიდ სამუშაოს და მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების შედეგია.

მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, აზერბაიჯანში მდგრადი განვითარების პირობებში ,აზერბაიჯანში დადებითი დემოგრაფიული დინამიკაა.აზერბაიჯანი, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, ამ თვალსაზრისითაც სამაგალითო ქვეყანაა.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მოსახლეობის შემცირებაც კი ფიქსირდა.აზერბაიჯანში კი მოსახლეობა დინამიური ტემპით იზრდება.

სწრაფი განვითარება, თანმიმდევრული ზომები სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, აყალიბებს ნდობას აზერბაიჯანის მოსახლეობის ზრდის შენარჩუნების პროცესში.

geotimes.ge