ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრების მერე, 1925 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამავე დროს მუშათა თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდა. 1928 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.
წარმატებით ასრულებდა სახასიათო როლებს, რომელთა შორის იყო: ქუჩარა-კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერში", ტიტიკო-გაბესკირიას "გაზაფხულის დილაში", ხახული -კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინებაში", ლეპორელო -პუშკინის "ქვის სტუმარში", ქერუბინო -ბომარშეს "ფიგაროს ქორწინებაში" და სხვ. მსახიობი გადაღებულია ფილმებში: "უკანასკნელი ჯვაროსნები", "დარიკო", "ქეთო და კოტე", "მაგდანას ლურჯა", "უდიპლომო სასიძო" და სხვ.
⠀
კაკო კვანტალიანმა ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი და წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.