გაზგამანაწილებელი ქსელის რემონტისა და თბილისში გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით Tbilisi Energy ქსელის რეკონსტრუქციას განახორციელებს

დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისის ენერჯი“ (Tbilisi Energy) თბილისში გაზმომარაგების გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვადასხვა პროექტის რეალიზაციაზე ხუთი წლის განმავლობაში 174,4 მლნ ლარს დახარჯავს, ნათქვამია ენერგეტიკისაა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) განცხადებაში.

„თბილისის ენერჯიმ“ ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა GNERC-თან შეათანხმა. რეგულატორის მონაცემებით, ამ ინვესტიციებს კომპანია 2-23-2027 წლებში განახორციელებს.

შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებას.

გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას

წყარო:https://sputnik-georgia.com/20221223/tbilisis-gazmomaragebis-gasaumjobeseblad-170mlnlari-daixarjeba-273337482.html