Masala 2

გუშინ, 18 ივლისს, საქალაქო სასამართლოში, მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც, მოსარჩელე მხარე „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები იყვნენ, ხოლო მოპასუხე კი  - ეკონომიკის სამინისტრო და „დელტა“.
 
„თბილავიამშენის“ 22 აქციონერი  2010 წელს, ეკონომიკის სამინისტროში, ღამის საათებში დაიბარესდა უთხრეს, რომ 67 მილიონიანი ქონებასახელმწიფოსთვის უნდა გადაეცათ.
 
განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად,მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ქონებასახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.  უკანონოდ მიღებულიქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.
 
აქციონერთა განმარტებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ  სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან, მესაკუთრეთა მიმართ მთელი რიგი უკანონოქმედებები განხორციელდა, რომელთა უმეტესობა, აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
 
2010 წლის 19 ივნისს, საწარმოში შევიდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურის წარმომადგენლები და სასამართლოს ბრძანებების საფუძველზე ამოიღეს კომპანიისსაბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტები დაკომპიუტერის პროცესორები. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ შედგენილა ამოღების ოქმები დააღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც აქციონერებმა ქონებასახელმწიფოს ,,აჩუქეს".

იმავე წლის 26 ივნისს,  შაბათ დღეს, კომპანიის დირექტორი და ყველაზე მსხვილი პარტნიორი - პანტიკო თორდია დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც, მასწარუდგინეს ბრალდებულის  სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება. მასზე რამდენიმესაათის განმავლობაში ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ბოლოს, მოსთხოვეს ,,საწარმოსახელმწიფოსთვის ეჩუქებინა".  პანტიკო თორდია იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ მოთხოვნას, რის შემდეგაც, ბრალდებულის სახით მისი პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას რაიმე სახისსამართლებრივი გაგრძელება აღარ მოჰყოლია. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სინამდვილეშიგამოძიების დაწყების ერთადერთი მიზანი იყო დაპატიმრების შიშით მისი იძულება, რომ ქონებასახელმწიფოსთვის ეჩუქებინა.
 
ამავე დროს, პრობლემა შეექმნათ სხვა აქციონერებსაც. საჯარო რეესტრი თვეების განმავლობაშიგაუგებარი მოტივებით საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერსაც კი არ გასცემდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამონაწერის გაცემას კანონი საჯარო რეესტრს ერთი დღის ვადაშიაკისრებდა. მას შემდეგ, რაც ამონაწერის აღება სახელმწიფოს ინტერესი გახდა, რათა წილისდათმობაზე სანოტარო აქტი მომზადებულიყო.  საჯარო რეესტრმა ამონაწერი  5 წუთში, ყოველგვარიდაბრკოლების გარეშე მოამზადა არასამუშაო - კვირა დღეს. იმავე დღეს, შპს-ს დანარჩენპარტნიორებს მოაწერინეს ხელი წილის უსასყიდლოდ დათმობის გარიგებაზე.  ხოლო მომდევნოდღეებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ ,,ქველმოქმედების" სურვილი ასევე ჯგუფურად ,,გაუჩნდათ" 24 აქციონერს და მათ თავიანთი საკუთრება ასევე უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.
 
აღსანიშნავია, რომ გაჩუქებული კომპანია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოდითვლებოდა - მანამ, სანამ ის სახელმწიფოს საკუთრება გახდებოდა. სხვა  საწარმოებისგან განსხვავებით, მან შეინარჩუნა ტექნიკური პოტენციალი და მის მიერ გამოშვებულ პროდუქციასმნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლებში.
 
საქმის განხილვა უკვე 5 წელია მიმდინარეობს (2013 წლიდან). დაახლოებით ორი წლისგანმავლობაში, მხოლოდ ერთი მოსამზადებელი სხდომა იყო ჩატარებული და არცერთი არსებითიგანხილვა არ ყოფილა. მოულოდნელად მოხდა ისე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, მოსამართლელია ავალიშვილი საქმეს ჩამოაშორეს და გადასცეს სრულიად სხვა მოსამართლეს, რომლის ცოლიც„დელტაში“ მუშაობდა. მოსარჩელე მხარემ სასწრაფად მოითხოვა საქმის აცილება.
 
გუშინ ჩატარებულ სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე უძღვებოდა. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ასევე, მოსარჩელე მხარემ ახალი მტკიცებულება წარადგინა. ესიყო  ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, რომელიც 2017 წლის 26 ივნისს, ეთერში გავიდა. სუჟეტი, ყოფილი ხელისუფლების დროს, ბიზნესმენების ქონების ჩამორთმევის საქმეს ეხებოდა. პროცესს მოსარჩელე აქციონერების უმრავლესობა ესწრებოდა, თუმცა საქართველოში არ ყოფნის გამო "თბილავიამშენის" ყოფილი დირექტორი  პანტიკო თორდია ვერ დაესწრო.
 
სასამართლო პროცესზე გამოვლენილ ახალი გარემოებებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციის იურისტი - მიშა ჯახუა ესაუბრა.
 
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდა მხარეთა მიერ შეკითხვების დასმა ერთმანეთისთვის. ამშეკითხვების პროცესში გამოიკვეთა ის გარემოება, რაც უკვე დადგენილი იყო საქმის წინასწარიგანხილვის პროცესში. ანუ ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სამინისტროს და ზოგადად, სახელმწიფოსარანაირი ნება ამ აქციონერების მხრიდან არ მისვლია. სახელმწიფოსგან  მოდიოდა ინიციატივა, რომეს ქონება წასულიყო თავის საკუთრებაში. არანაირი ნება, იმისა, რომ რომელიმე აქციონერს თავისითგადაეცა, არ გამომჟღავნებულა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერ იქნა მითითებული ვერცერთმტკიცებულებაზე და გარემოებაზე, რომ რომელიმე აუქციონერმა წერილობით ან ზეპირსიტყვიერადმიმართა, სახელმწიფოს, რომ მას სურდა გადაეცა აქციები. გარდა ამისა მნიშვნელოვანი იყო, ისფაქტი, რომ   ვერ იქნა დასახელებული საფუძველი, მიზეზი იმისა თუ, რატომ უნდა გასჩენოდაქონების გადაცემის სურვილი, რომელიმე აქციონერს თუ არა ის იძულება, გარეგანი ჩარევები, რაცხდებოდა მათ მიმართ.

ამავე პროცესზე ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება მსგავს საქმეზე, თუ როგორმოქმედებდა სახელმწიფო იმ პერიოდში. ეს მტკიცებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომსისტემური ხასიათი ჰქონდა იძულებასა და სხვადასხვა, სახელმწიფოსთვის საინტერესო, ქონებებისსახელწიფოს სახელზე გადაფორმებას,“-აღნიშნა მიშა ჯახუამ.
 
 
ახალ მტკიცებულებაზე „ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში განმარტება გააკეთა იურისტმა - მაიამწარიაშვილმაც:
 
„ახალი მტკიცებულება რაც მივიტანეთ, ეს იყო სიუჟეტი სასამართლო სხდომის, სადაც განიხილებოდა იმედის წართმევის საქმე. აღნიშნული სიუჟეტი ეთერში გავიდა, სადაც ნაჩვენები იყო თუ რას ამბობსპროკურატურა და  მოწმე. ბრალდებულია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი...  იგივე  ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ჩვენს საქმეშია. სახელმწიფომ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა, რომ ეს უბრალოდ ჟურნალისტის მოსაზრება იყო,“- აღნიშნა იურისტმა.
 
მისივე თქმით, ახალ მოსამართლეს, რომელსაც სქმე გადაეცა,  განხილული არ აქვს  საქმეშიარსებული მასალები.
 
„აღნიშნული საქმე ლია ავალიშვილს ჩამოართვეს და მისცეს სხვას, რომლის ცოლიც  „დელტაში“ მუშაობდა.  ჩვენ სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვეთ საქმის აცილება. ამ მოსამართლეს კი არცგანუხილავს, არც მოუსმენია და არც აინტერესებს. ერთი-ორი ისეთი კითხვა დამისვევს, შთაბეჭდილება დამრჩა იმისა, რომ ტყუილად დავდიოდით 2 წელი პროცესზე. მოსამართლეს საქმედა მოწმეების დაკითხვა არ მოუსმენია და პირდაპირ მიიღებს გადაწყვეტილებას.

თუ კი ეს მოსამართლე მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მე მგონია, ეს იქნება ამხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონება. ეს ხელისუფლება იგივეს იზამს, რაც საკაშვილმაგააკთა,  თუ თვითონაც ჩამოართვემვს ქონებას. ეს იქნება ყველაზე ცუდი პრეცენდენტი იმხელისუფლებისთვის, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის მიზნით,“-განაცხადა მაიამწარიაშვილმა.
 
პროცესის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა,  ,,ჯორჯიან თაიმსთან“ კომენტარი არ გააკეთა.
 
რის შემდეგაც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით.
 
„აღნიშნულ საქმეზე, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, კომენტარს არ გავაკეთებთ,“-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.
 
მომდევნო სასამართლო პროცესი 24 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
 
 
/ნინო ოთარაშვილი/

წყარო ,,ჯორჯიან თაიმსი“