ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ,,გაჩუქებულ“ 67 მილიონიან ქონებაზე აღძრულ საქმეზე განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ  მიიღო.

დღეს, დილით, საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ, დიდ ხნიანი პროცესის საბოლოო დასკვნა გამოაცხადა, რის თანახმადაც, „თბილავიამშენის“ 22 მოსარჩელე ყოფილ აქციონერსგამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ხოლო, მოპასუხე  მხარე - ეკონომიკის სამინისტრო და „დელტა“ გაამართლდა.

მოსარჩელეები, მათ შორის "თბილავიამშენის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი, - პანტიკო თორდია, ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში,  საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კოლეგიის თავმჯდომარე 2 კვირით ადრე შეიცვალა, რაც კანონდარღვევაა. ახალმა თავმჯდომარემ კი 10 ტომიან საქმეზე გადაწყვეტილება ზუსტად 2 კვირაში გამოიტანა.

„მთელი წლების განმავლობაში დეკლარირებული იყო, რომ სამართლიანობა აღდგებოდა. ახლა, რაღაც მანქანების დაბრუნება და რაღაც წვრილმანი საკითხების დაბრუნება, ფონს არ ქმნის საქართველოშისამართლიანობის აღდგენაზე.

Captureამ სამ პიროვნებას, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ ღირსება არ  გააჩნიათ. როგორც მოსამართლეებმა და ადამიანებმა, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ავტორიტეტს, საქართველოსა და საქართველოს სასამართლოს. ეს არის ჩემი დსკვნა.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ასვევე, უკვე ვმუშაობთ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრბაზე,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში სააქციო საზოგადოების „თბილავიამშენის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა - პანტიკო თორდიამ.

„ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა - მიშა ჯახუამ.

მისი თქმით, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა.

„შეუძლებალია, რომ გონივრულ, საღ აზრს მოკლებული არ იყოს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს ზეწოლის ფაქტს. ფაქტობრივად,სასამართლომ გვითხრა, რომ  21 ადამიანი გაგიჟდა და ჩუქების სურვილი გაუჩნდა, მაშინ, როდესაც მას ნოტარიუსთან თავზე  ედგა სამხედრო პოლიცია,. უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი ღიად აღიარებენ ქარხნის წართმევას. თუმცა ეს, რატომღაც არ აღმოჩნდა საკმარისი საფუძველი სასამართლოსთვის და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა  ადვოკატმა  მიშა ჯახუამ.

„ველოდით, რომ ამ ხელიფულების დროს  მაინც აღდგებოდა ჩვენი კანონიერი საკუთრება“, - განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში სააქციო საზოგადოების „თბილავიამშენის“  დირექტორის ყოფილმა მოადგილემ კახა ჟღენტმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.

„ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ 12 ივლისს, ახალი კოლეგიის თავმჯდომარედ ლევან მიქაბერიძე დაინიშნა. მან ორი კვირის განმავლობაში 5 თუ 6 სხდომის ჩატარებამოასწრო. 10 ტომი შეისწავალა, ვითომდა ამ მოკლე პერიოდში, 14 დღის განმავლობაში.  ეს იყო შეკვეთილი;  წინა თავმჯდომარის - ლია ავალიშვილის საქმიდან ჩამოცილებაც დაგეგმილი იყო.  ისსწორი გზით მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი გრძელდებოდა  საქმის განხილვა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი უკანონო და დაუსაბუთებელია.  მათ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს უკან და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქვეყნაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას როგორც საქართველოში, ასევე ვემზადებით სტრასბურგის ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში ამ საქმის გასაჩივრებისათვის.

დღესდღეობით კი ის შედეგი დადგა, რომ ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერდა. ეს იყო დამატებითი შემოსავალი სახელწიფოსათვის, სამუშაო ადგილები და ქვეყნის იმიჯი. სასამართლომ ძალიან ცუდიგადაწყვეტილება მიიღო.

ველოდით, რომ ამ ხელისუფლების დროს  მაინც აღდგებოდა ჩვენი კანონიერი საკუთრება. რადგან 2012 წლიდან მივმართეთ ყველა ინსტანციას, როგორც პროკურატურას, ისე პარლამენტს, სახალხოდამცველს და 2013 წლიდან უკვე-სასამართლოს. ვიყავით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ინტერესები იქნებოდა დაცული და სამართლიანობა აღდგენილი,ვინაიდან მტკიცებულებები  ძალიან მყარიიყო,“- აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში სააქციო საზოგადოების „თბილავიამშენის“ დირექტორის  ყოფილმა მოადგილემ კახა ჟღენტმა.

პროცესის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან თაიმსი“ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა.
„ეს იყო საქმის პირველი ინსტანცია და მოსამართლემ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღო, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებთ,“-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსნებთ, რომ „თბილავიამშენის“ 22 აქციონერი  2010 წელს, ეკონომიკის სამინისტროში, ღამის საათებში დაიბარეს და უთხრეს, რომ 67 მილიონიანი ქონება სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცათ.
განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად, მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.  უკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოსსაკუთრებაშია და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

აქციონერთა განმარტებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იკვეთებოდა, რომ  სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან, მესაკუთრეთა მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებებიგანხორციელდა, რომელთა უმეტესობა, აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

საქმის განხილვა 2013 წლიდან მიმდინარეობდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მოსამზადებელი სხდომა იყო ჩატარებული და არცერთი არსებითი განხილვა არ ყოფილა. მოულოდნელად მოხდა ისე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, მოსამართლე ლია ავალიშვილი საქმეს ჩამოაშორეს და გადასცეს სრულიად სხვა მოსამართლეს, რომლის ცოლიც „დელტაში“ მუშაობდა. მოსარჩელე მხარემ სასწრაფად მოითხოვა საქმის აცილება. სასამართლო პროცესები, 18 ივლისს, ახალი კოლეგიის თავმჯდომარის -  ლევან მიქაბერიძის მიერ განახლდა, რის შემდეგაც, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „თბილავიამშენის“ აქციონერების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„თბილავიამშენის“ საქმის დეტალებს გაეცანით შემდეგ ლინკეზე:

ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ,,გაჩუქებული“ 67 მილიონიანი ქონება და ,,საჩუქარი“, რომელზე დავაც დღემდე არ დასრულებულა
ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ,,გაჩუქებულ“ 67 მილიონიან ქონებაზე დავა გრძელდება

/ ნინო ოთარაშვილი /