„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება აშშ-ში მწვავედ გააკრიტიკეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ცინიკური და უცერემონიო ჩარევის ფაქტი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები „არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში". გარდა ამისა, აშშ-მ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ძირეული გადახედვის შესახებ განაცხადა.

„ვხედავთ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში შეერთებული შტატების ცინიკურ და უცერემონიო ჩარევის ფაქტს. ვაშინგტონს ახლა არ მოეწონა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონი. შემდეგ რა იქნება? კიდევ რომელი კანონი არ მოეწონება ვაშინგტონს? ეს ხომ დიდწილად საცდელი ნაბიჯია", - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, თუ ახლა საქართველო და ქართველი ხალხი დანებდება ამ „შანტაჟს", ისინი აჩვენებენ, რომ მათ მიმართ ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

„ეს ფაქტია. ზუსტად იგივე ხდებოდა უკრაინასთან. როგორც კი ამ ქვეყანამ აჩვენა, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც არეგულირებს უკრაინის, უკრაინელი ხალხისა და საზოგადოების შიდა ცხოვრებას, შეიძლება შემუშავდეს ამერიკული ფულით, რეალიზდეს საკანონმდებლო აქტის სახით და აღსრულდეს. დასავლეთი მიხვდა, რომ მათ ამ სახელმწიფოს შეუძლიათ გაუკეთოს ის, რაც უნდათ", - განაცხადა ზახაროვამ.

ახლა აღარ არსებობს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აღნიშნა მან.

„ყველაფერი „აირია“ „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ. იმის გამო, რომ თბილისი არ ემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას და გავლენას, საქართველო მაშინვე დაადანაშაულეს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“ და მაშინვე გამოაცხადეს, რომ საჭიროა მისი „დასჯა“.

„აშშ და მისი მოკავშირეები ემუქრებიან საქართველოს ხელისუფლებას პერსონალური სანქციებით, ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის დაბლოკვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევით და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებით“, - განაცხადა ზახაროვამ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის დასავლეთში.

„ასეთი კანონი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველა იქიდან აკოპირებს. ეს არის 1938 წელს მიღებული FARA-ს კანონი. იგივე კანონი არსებობს 60 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ახლა ევროპული კავშირი. „დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ფლაგმანი" პარიზიც ანალოგიურს აკეთებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, როგორ დამაკნინებლად, დამამცირებლად, ქართველი ერის ღირსებისადმი რამე პატივისცემის გარეშე, დასავლეთი სთავაზობს „სატყუარას" პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, მიაჩნია ზახაროვას.

„ნუთუ ყიდვა სურთ? ალბათ, უბრალოდ, არ ესმით ვისთან აქვთ საქმე", - აღნიშნა მან.

თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი ისტორიის, სამომავლო გეგმების, კულტურის, ფილოსოფიის გათვალისწინებით, ზოგს აქვს იდეოლოგია, ზოგს - საშინაო და საგარეო პოლიტიკა, განაცხადა ზახაროვამ.

„ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მზად არის დელეგირება მოახდინოს, გაიღოს და ივაჭროს თავისი დამოუკიდებლობითა და თავისუფლებით”, - აღნიშნა მან.