თეთრმა სახლმა აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება გაავრცელა

თუნდაც ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ უნდა უპასუხოს კითხვას: როგორ შეიძლება „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძირს უთხრიდეს დემოკრატიას საქართველოში და მსგავსი კანონები აშშ-სა და საფრანგეთში აძლიერებდეს დემოკრატიას, დაწერა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ამერიკის პირველი პირის პარიზში ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს „ქართულ ოცნებას" პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს „ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით". სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს „სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე".

„აშშ-სა და საფრანგეთის პირველი პირები „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო კიდევ ერთხელ გვაკრიტიკებენ. ვინმემ, თუნდაც ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართულმა ან უცხოურმა გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!", - დაწერა მდინარაძემ.

მისი თქმით, აშშ-სა და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს.

„ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო ამავე სფეროს რეგულირების, ასევე, გაცილებით მკაცრი კანონი!..“ – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

აშშ-ის და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მაინც მიიღო. იგი ივნისის დასაწყისში ძალაში