ასეთი ქცევა არასერიოზულია, და ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა. მეორე მხრივ, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის სავალალო მდგომარეობის. რაც შეხება ზოგადად ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებთ. ერთი რამის თქმა შეიძლება, ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

📌 ბაიდენის მიღებაზე 25 სექტემბერს მიწვეულთა შორის იყო საქართველოს პრემიერიც, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯის მიზეზი "საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევაა".