„ქართული ოცნება“ კრიტიკის ობიექტი გახდა წინასაარჩევნო ბანერების გამო, რომლებზეც უკრაინაში ომისშემდგომი ნგრევა არის ასახული

ვოლოდიმირ ზელენსკი, როდესაც იუმორისტი იყო, დასცინოდა უბედურებას, რომელიც საქართველოს 2008 წელს დაატყდა, მაგრამ მაშინ არავინ არ აღშფოთდებულა ამის გამო, დაწერა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სოციალურ ქსელში. ასე გამოეხმაურა ის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერების ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებმა, რომლებზეც ასახულია უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული ნგრევა, როგორც ამომრჩევლებისთვის შეხსენება იმისა, თუ რაში ცდილობს ოპოზიცია ქვეყნის ჩათრევას, როგორც ქვეყანაში, ასევე უკრაინაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„უკრაინის კადრები ბანერებზე - ეს ხომ უშველებელი განცდის და ტკივილის გამოხატულებაა! რაც არ გვინდა, რომ საქართველოს დაატყდეს თავს, როგორც ამას ზელენსკი და სხვები ითხოვდნენ“, - დაწერა ვოლსკიმ სოციალურ ქსელში.

ამასთანავე, დეპუტატმა გააზიარა ზელენსის სკეტჩი კომედიური შოუდან „ვეჩერნი კვარტალ“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა.

„თავის დროზე კი ასე ღადაობდა ჩვენს უბედურებაზე, საქართველოს დროშით ხელში! ამაზე აღშფოთდით ვინმე?!!” - წერს გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პიკია. 26 ოქტომბერს მოქალაქეები აირჩევენ ახალი მოწვევის პარლამენტს. არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ვის ჩაბარდება ქვეყნის მართვის სადავეები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.

საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.

ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.

გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".