ბიძინა ივანიშვილი: არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი - ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს
ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების შემდეგ განუცხადა. არჩევნებში მონაწილეობა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად მიიღო.