მამუკა მდინარაძე: როგორც ჩვენთვის ცნობილია და შევეცდებით დავაზუსტოთ ინფორმაცია, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები

უკვე დღე-ნახევარია გასული და "სამართლიანი არჩევნები" ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.