vaucheriკავკასიის ავტოიმპორტი (cai.ge), კავკასიის ბიზნეს ჯგუფის (cbg.ge) ლიდერი კომპანია, სოლიდარობის ნიშნად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს პროაქტიულ მხარდაჭერას ქვეყნის, მთავრობის და სამედიცინო პერსონალის კორონავირუსის

გავრცელების წინააღმდეგ და დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში.

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად, კავკასიის ავტოიმპორტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კლინიკაში, კორონავირუსით დაავადებული თანამოქალაქეების გამოჯანმრთელებისთვის, წინა ხაზზე თავდაუზოგავ ბრძოლაში ჩაბმულ 161 მედდას, საჩუქრად, მათ პირად საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 1000 ლარი.

საჩუქართან დაკავშირებით, სახელმწიფოს წინაშე წარმოქმნილ ყველა საგადასახადო ვალდებულებას დაფარავს კომპანია.

"კავკასიის ავტოიმპორტი, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის და თანამოქალაქეების თანადგომას.

კავკასიის ავტოიმპორტი გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას!" - აცხადებენ კომპანიაში.

 

Источник:http://m.geotimes.com.ge/news.php?news_id=89033&lang=rus&fbclid=IwAR3xqxasAtFc3bw10hDuheZi7gfQqE5E3aYVfCEEoKuBfZ1ttwpSGAmI14Q#