ქვეყანაში ამიერიდან კორონავირუსით გარდაცვლილად ჩაითვლებიან მხოლოდ ის პაციენტები, რომელთა სიკვდილის მიზეზიც COVID-19-ით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა გახდა, განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მთავარმა ექსპერტმა ვან გუიციანმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ომიკრონ-შტამით ინფიცირებულთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ყველაზე ხშირად ის დაავადებებია, რომლებიც ადამიანს COVID-19-მდეც ჰქონდა, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უშუალოდ კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით იღუპებიან, საკმაოდ დაბალია.

„ამიერიდან Covid-19-ით გარდაცვლილად ჩაითვლებიან ისინი, ვინც უშუალოდ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით დაიღუპებიან. ხოლო სხვა ისეთი თანამდევი დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა და ცერებლოვასკულარული დაავადებები, არ კლასიფიცირდება COVID-ით გამოწვეულ გარდაცვალებად“, — განმარტა გუიციანმა.

ამასთან მიმდინარე წლის დეკემბერში ჩინეთში საერთოდ აიკრძალა PCR-ტესტირება და ადამიანებს ერთი რეგიონიდან მეორეში უტესტოდ მგზავრობის უფლება მიეცათ. ამ ნაბიჯზე ქვეყნის ხელისუფლება მას შემდეგ წავიდა, რაც ჩინეთის მოსახლეობამ ნოემბერში მასშტაბური აქციებით გააპროტესტა მკაცრი კორონავირუსული შეზღუდვები.

წყარო: scmp

https://sputnik-georgia.com/20221221/covid-19-cinetsi-273262465.html