სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისება/მიმსგავსებას.

სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 5 საქმეს განიხილავს- შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს - საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ-რეალიზაციის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში.

2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.

წყარო: https://sputnik-georgia.com/20230410/konkurenciis-saagebto-swrafi-kvebis-bazarze-dargvevebs-swavlobs-276590476.html