ქათმის ფილესგან მომზადებული კერძი, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ გთავაზობთ, ნამდვილად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან, რომლებიც მანამდე გსმენიათ ან გაგისინჯავთ.
ეს ჩვეულებრივი სანელებლებისა და ინგრედიენტების უჩვეულო შერწყმით მომზადებული ფილეა, რომელიც აუცილებლად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.
თქვენ დაგჭირდებათ:
ქათმის ფილე − 2 ნაჭერი;
წყალი − 500 მლ;
მარილი - დაახლოებით 4 ჩაის კოვზი;
წითელი წიწაკა − 1 ჩაის კოვზი;
ნიორი - 2 კბილი;
ზეთი − 5 სუფრის კოვზი;
შავი პილპილი − ნახევარი ჩაის კოვზი;
თაფლი − 1 სუფრის კოვზი;
კარტოფილი − 3 ცალი;
კურკუმა −1 ჩაის კოვზი;
ყველი − 70 გ.
აიღეთ ფილეს ნაჭრები და ცალი მხრიდან გარდიგარდმო დასერეთ. ჩაასხით ჯამში წყალი და ჩააყარეთ 3 ჩაის კოვზი მარილი. მოურიეთ კარგად და როცა მარილი გადნება, ჩაალაგეთ შიგ დასერილი ფილეები. დატოვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.
აიღეთ სხვა ჯამი და ჩაყარეთ შიგ: შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ნიორი (დანაყილი, დაჭყლეტილი ან გახეხილი), დაასხით სამი სუფრის კოვზი ზეთი, დაამატეთ თაფლი და ეს ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში.
ამოიღეთ მარილწყლიდან ქათმის ფილეები და შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. მოათავსეთ რაიმე ჭურჭელში და კარგად წაუსვით ყველა მხრიდან ნაზავი, რომელიც მანამდე გაამზადეთ.
ამის შემდეგ გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით სიგანეზე მრგვალ ნაჭრებად. ჩაალაგეთ ჯამში და მოაყარეთ დარჩენილი 1 ჩაის კოვზი მარილი (შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელთ) და ასევე კურკუმა. შეაზილეთ ისინი კარტოფილს კარგად და მერე მოასხით ორი სუფრის კოვზი ზეთი. კიდევ ერთხელ ამოურიეთ კარგად.
აიღეთ ღუმელის ღრმა ტაფა და დაალაგეთ ზედ ჯერ კარტოფილი, შემდეგ კი ფილეები. შედგით ღუმელში 35 წუთით 200 გრადუსზე. მომზადებამდე ხუთიოდე წუთით ადრე კი მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი და ისევ ღუმელში შეაბრუნეთ.
როდესაც ყველი კარგად გადაადნება თავზე კერძს, ის უკვე მზადაა და გამოდგით ღუმელიდან.