შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნიგერიის, ერაყის, პაკისტანის, თურქეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები (სულ 5 პირი) დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით. ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. შემდგომში მათ თავიანთ ქვეყნებში დააბრუნებენ.