woman dzudoძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება საქართველოს ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველია

ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მარაკეშში (მაროკო) ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.

ლიპარტელიანი ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას დაუპირისპირდა. ქართველის ეფექტურმა იპონმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

ნახევარფინალში ლიპარტელიანმა სამხრეთ კორეელ კიმ იანდის სძლია.

18 ოქტომბერს ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი (-81), ასევე ლაშა ბექაური და მიხეილ ბექაური (-90). მსოფლიო ჩემპიონატი მარაკეშში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

სექტემბერში ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ფინეთში გაიმართა, ოქრო მოუტანა. მაშინ ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იტალიელ სილვია პელიტელის მოუგო.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალია.

Read more: https://sputnik-georgia.com/sport/20191018/246781973/eTer-liparteliani-msoflio-Cempionia.html