მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილს იკავებს.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა პარიზში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის გუნდი დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 16-ჯერ მოიგო.

შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს 40 წუთის განმავლობაში ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცეს. „ბორჯღალოსნებმა" მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 12:3 დაასრულეს.

მეორე ტაიმის მანძილზე საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს უპირატესობა არ დაუთმო, დანიელ ურკადის გუნდმა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება. საბოლოოდ მატჩი დასრულდა ანგარიშით 36:10.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის ნაკრები დაწინაურდა, რომელმა რუმინეთის გუნდა ანგარიშით 40:33 დაამარცხა.

საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:

1. საქართველო
2. პორტუგალია
3. ესპანეთი
4. რუმინეთი
5. ნიდერლანდები
6. გერმანია
7. ბელგია
8. პოლონეთი.

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილს იკავებს.