2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ პარიზის ოლიმპიური თამაშებზე ლაშა ტალახაძის, შოთა მიშველიძისა და ირაკლი ჩხეიძისთვის ლიცენზიების გადაცემის შესახებ დამადასტურებელო წერილი საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრებმა ხუთ სალიცენზიო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და, დებულების თანახმად, ისინი ათ საუკეთესო ძალოსანს შორის უნდა მოხვედრილიყვნენ.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე რეიტინგის ლიდერია, ირაკლი ჩხეიძე მეცხრე ადგილზეა, ხოლო შოთა მიშველიძე - მეშვიდე ადგილზე.
რაც შეეხება ანასტასია გოტფრიდს, გახდება თუ არა ის ლიცენზიის მფლობელი, ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვევა.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 32 სახეობაში მედლის მოსაპოვებლად 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.