ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.

საქართველოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონში Challenger Tour-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, რომლის საპრიზო ფონდი 120 ათას ევროს შეადგენს.

Challenger Tour 10-დან 16 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ბასილაშვილმა მერვედფინალში ფრანგ მაქსიმ ჟანვიერს სძლია (7:5,6:1). ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას 14 ივნისს გამართავს. მოწინააღმდეგის ვინაობა ხუთშაბათს გაირკვევა.

ბასილაშვილმა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა, სამ სეტში პორტუგალიელი დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:1, შემდეგ კი ესპანელ ტაბერნერს სძლია - 6:3, 6:4.

2023 წლის გაზაფხულზე ბასილაშვილმა იდაყვის ტრავმა მიიღო, ზაფხულში ორი ოპერაცია გადაიტანა და კორტზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო.

თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ამ დროისთვის კლასიფიკაციაში 869-ე პოზიციას იკავებს.

2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.