ტურნირში 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება, იუწყება „პირველი არხი".

ტურნირი, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება, 24-25 მარტს გაიმართება.
ტურნირში, რომელსაც „თბილისი არენა" უმასპინძლებს, 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო თასის წინასწარი შეხვედრები 24-25 მარტს 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პარა ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

-70 კგ. ზურაბ ზურაბიანი (J2)

-70კგ გიორგი ქალდანი (J2)

-70 კგ ქეთევან გილიგაშვილი (J2)

-81 კგ ბაჩუკი შელია (J2)

-95 კგ ლაშა ყიზილაშვილი (J2)

-95 კგ ზვიად გოგოჭური (J2)

+95 კგ რევაზ ჩიკოიძე (J2)

-70 კგ გოგიტა ტერუნაშვილი (J1)

-81 კგ საბა ბაღდავაძე (J1)

-81 კგ მიშიკო შიობრიშვილი (J1)

-95 კგ რამინი ყიფშიძე (J1)

-95 კგ გიორგი ბერიძე (J1).

აღსანიშნავია, რომ თბილისი საერთაშორისო ტურნირს პარაძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი პარაათლეტები იღებენ, წელს მეორედ მასპინძლობს და იგი პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია.