თურქეთში 2023 წლის 1 იანვრიდან ტურისტებისთვის 2%-ანი გადასახადი ამოქმედდება ოტელებში, ტურისტულ სოფლებში, მოტელებში, პანსიონატებში, სასტუმროებში, კემპინგებსა და სხვა განთავსების ადგილებში ცხოვრებისთვის.

ამის შესახებ წერს სამთავრობო მაცნე Resmi gazete.

გავრცელებული ცნობით, გადასახადის რაოდენობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს ოტელების მიერ შეთავაზებული ისეთი სერვისები, როგორებიცაა: კვება, ღონისძიებები, აუზებითა და სპორტული თუ თერმალური ზონებით სარგებლობა და სხვ.

გადასახადისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლების კამპუსებში, პანსიონებსა და კემპინგებში ცხოვრობენ, ასევე თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც დიპლომატიური სტატუსი აქვთ.

თურქეთის ხელისუფლებამ ტურისტების ცხოვრებაზე გადასახადის დაწესება ჯერ კიდევ 2019 წელს გადაწყვიტა, მაგრამ მისი რეალიზება კორონავირუსული პანდემიის გამო გადაიდო.
როგორც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრია მეჰმეთ ერსოი ამბობს, წელს რესპუბლიკა ტურიზმიდან 46 მლრდ დოლარ შემოსავალს ელოდება 51,5 მლნ ტურისტისგან. მომავალ წელს კი ქვეყანაში 60 მლნ ტურისტს ელოდებიან.

წყარო:https://sputnik-georgia.com/20221214/turqeti-turistebistvis-gadasaxads-awesebs-273042712.html