მიმდინარე წლის ზაფხულიდან ევროპაში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა შინაურ და წყლის ფრთოსნებს შორის მკვეთრად გაიზარდა, იუწყებიან დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) და ასევე კვების პროდუქტენის უვნებლობის ევროპული სააგენტო (EFSA).

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ფრინველის გრიპის განგრძობადი ეპიდემია ყველაზე მასშტაბურია მათ შორის, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ევროპაში.

„2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ევროპის 37 ქვეყანაში საერთო ჯამში ვირუსის 2520 აფეთქება დაფიქსირდა შინაურ ფრინველებში, 227 აფეთქება ფერმებში, და 2867 აფეთქება გარეულ ფრინველთა შორის. ეპიდემიით დაზარალებულ ფერმებში დაახლოებით 50 მილიონი ფრთა ფრინველი განადგურდა“, — ნათქვამია EFSA-ს ანგარიშში.

ამასთან ცენტრში აცხადებენ, რომ ორ ეპიდემიურ ტალღას შორის გამიჯვნა არ შეინიშნებოდა, ვინაიდან ვირუსი ზაფხულში არ გაკონტროლებულა.

თავის მხრივ ECDC მივიდა დასკვნამდე, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის ფრინველის გრიპით ინფიცირების რისკი დაბალი იყო, ხოლო ფრთოსნებთან უშუალო პროფესიონალურ კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის დაბალიდან საშუალო დონემდე მერყეობდა.

ამასთან ხაზი ესმება იმასაც, რომ ამ შემოდგომაზე ეპიდემია ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ ინფიცირებული ფერმების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა.

ამ დროისათვის ჯანდაცვის ორგანოები ვაქცინების გამოყენების საკითხს სწავლობენ ვირუსის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად.

წყარო:https://sputnik-georgia.com/20221221/frinvelis-gripi-evropasi-273258688.html