{/sours} რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე 2024-2025 წლებში უფასოდ სწავლის კანდიდატების შერჩევა 1 სექტემბერს დაიწყო და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორ ჩააბარონ ქართველმა აბიტურიენტებმა უფასოდ, ვიდეოში იხილავთ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (რომლებსაც აქვთ დროებითი ან სრული უფლება საქართველოში ცხოვრების და არ არიან რეგისტრირებულები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 01.09.2023 წლის მონაცემებით). რუსულ უნივერსიტეტში ჩასაბარებელი 4 ნაბიჯი: — გაიარეთ რეგისტრაცია საინფორმაციო სისტემაში education-in-russia.com; — შეავსეთ ანკეტა სურათით, სკანირებული პასპორტითა და განათლების დამადასტურებელი საბუთით (ან განათლების შესახებ ცნობით); — წარმატებით გაიარეთ შესარჩევი გამოცდები შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში; — მიიღეთ მოწვევა რუსული უმაღლესი სასწავლებლიდან რუსეთის სასწავლად და აიღეთ სასწავლო ვიზა. რუსეთში უფასო სწავლაზე განაცხადი საქართველოდან 150-მა აბიტურიენტმა შეიტანა სწავლის მსურველები უპირატესობას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებს ანიჭებენ. {source} {/sours} საქართველოდან განაცხადი 2024 წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე 150-მა აბიტურიენტმა შეიტანა, განუცხადეს „სვობოდნაია გრუზიაზ“ თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად 1 სექტემბრიდან დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. „ამ დროისათვის დარეგისტრირებულია დაახლოებით 150 ადამიანი. სულ აბიტურიენტებისთვის საქართველოდან გამოყოფილია 200 ადგილი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის“, – განაცხადეს რუსეთის ინტერესთა სექციაში. ყველაზე ხშირად სწავლის მსურველები უპირატესობას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებს ანიჭებენ. ყველაზე მეტი მოთხოვნაა შემდეგ სპეციალობებზე: ეკონომიკა, ინჟინერია, მშენებლობა, მედიცინა, ლინგვისტიკა. ასევე აბიტურიენტებს დიდი ინტერესი აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებისადმი. სააგენტოს თანამოსაუბრის ინფორმაციით, აბიტურიენტები საქართველოდან ჩარიცხვას შეძლებენ რუსეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, გარდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტისა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში (აქვთ დროებითი ცხოვრების უფლება ან ბინადრობის უფლება საქართველოში და არ არიან რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 1 სექტემბრისთვის). განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" ვებ-გვერდზე, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე. დოკუმენტების ჩაბარების საკითხებზე მიმართეთ: (+99532)2 913 264; Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра. document.getElementById('cloak2333ba9587cabc379f21f3590ba5f852').innerHTML = ''; var prefix = 'ma' + 'il' + 'to'; var path = 'hr' + 'ef' + '='; var addy2333ba9587cabc379f21f3590ba5f852 = 'edu-in-ru' + '@'; addy2333ba9587cabc379f21f3590ba5f852 = addy2333ba9587cabc379f21f3590ba5f852 + 'mail' + '.' + 'ru'; var addy_text2333ba9587cabc379f21f3590ba5f852 = 'edu-in-ru' + '@' + 'mail' + '.' + 'ru';document.getElementById('cloak2333ba9587cabc379f21f3590ba5f852').innerHTML += ''+addy_text2333ba9587cabc379f21f3590ba5f852+'<\/a>'; . Декабрь 2023 Mo Tu We Th Fr Sa Su 27 28 29 30 1 Назван напиток, который спасает от заражения новыми штаммами ковида Самые опасные дороги мира: одна из них в горах Грузии 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 Погода в Грузии {source}