წუხელ საღამოს, როდესაც დელავერის ქალაქ უილმინგტონში მყოფი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წინასააარჩევნო შტაბიდან გამოდიოდა, მის კორტეჟში შემავალ ჯიპს ავტომობილი შეეჯახა, იუწყება New-York Post.
როგორც აღინიშნება, პრეზიდენტი, ის იყო შტაბიდან გამოვიდა და თავისი ბრონირებული ჯიპისკენ მიდიოდა, როდესაც ვერცხლისფერი სედანი საიდუმლო სამსახურის კუთვნილ ავტომობილს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, სედანის მძღოლი მანქანის გადაკეტილ გზაჯვარედინზე გადაყვანას შეეცადა, მაგრამ საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, იარაღით ხელში, აიძულეს ის, ავტომობილიდან გადმოსულიყო.
ჯო ბაიდენი სასწრაფოდ ჩასვეს საკუთარ ავტომობილში, სადაც უკვე იჯდა მისი მეუღლე, აშშ-ის პირველი ქალბატონი ჯილ ბაიდენი, და სასწრაფოდ გაარიდეს შემთხვევის ადგილს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება, რომ შეჯახება წინასწარ განზრახული არ იყო.