თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონკირბი ახალ თანამდებობაზე გადაჰყავთ, იუწყება AP ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, კირბი აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე გახდება.

„ოფიციალური პირის თქმით, [ჯონ კირბი] ეროვნული უსაფრთხოების პრესსამსახურის ცალკე გუნდს უხელმძღვანელებს, რომელიც უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას გაუწევს კოორდინაციას“, − წერს გამოცემა.

ჯონ კირბი აშშ-iს საზღვაო ძალების კონტრადმირალია. 2015-2017 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსად მსახურობდა. 2021 წელს პენტაგონის პრესმდივანი გახდა2022 წლის მაისში კი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორად დაინიშნა.

როგორც AP აზუსტებს, კირბის ბაიდენის ადმინისტრაციაში იმის გამო აფასებენ, რომ ის რთულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს იოლად აგვარებს საჯაროდ.