დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის „კეთილ საქმეებს" სათანადოდ არ უპასუხეს, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის ხელისუფლების „კეთილი ნების ჟესტების" ლიმიტი დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენის კონტექსტში ამოწურულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის „კეთილ საქმეებს" ასეთივე სიკეთით არ უპასუხეს.
„იმდენ დათმობაზე წავედით, გავაკეთეთ კეთილი ნების ჟესტები, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა (ვლადიმირ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში), რომ ამ ჟესტების ლიმიტი უკვე ამოწურულია. მათი მხრიდან ჩვენს კეთილ საქმეებზე საპასუხოდ ვნახეთ სულ სხვა ჟესტები", - განაცხადა ლავროვმა კონფერენციაზე „ევრომაიდანი: უკრაინის დაკარგული ათწლეული".
კონფერენცია საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" მედიაცენტრში მიმდინარეობს.