წეროების უსასრულო გუნდი შენობიდან ცაში მიემართება. ასე მიაგებს პატივს მოსკოვი საკონცერტო კომპლექსში ტერაქტის დროს, 22 მარტს დაღუპულთა ხსოვნას.
* * *
თობით დაღუპული და დაჭრილი - მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ მასშტაბური ტერაქტი მოხდა
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ სროლას 40 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი. იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
„წინასწარი მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლის“ კომპლექსში ამ დროისთვის 40 დაღუპული და ასზე მეტი დაშავებულია“, - განაცხადეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თქვა, რომ სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში მეორე და მესამე ზარებს შორის პარტერში, მოსკოვის დროით 20:00 საათზე კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, „კროკუს სითი ხოლში“ ხანძრის ჩაქრობაში 320-ზე მეტი ადამიანი და 130-ზე მეტი ერთეული ტექნიკა ჩაერთო. პარალელურად სპეცსამსახურები ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
იმავდროულად, უკრაინამ განაცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს.
„უკრაინას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სროლასთან, ამ მოვლენებთან... კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ტერორისტულ აქტებთან ან სროლასთან „კროკუს სიტი ჰოლში", - განაცხადა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
უკრაინის ან უკრაინელების კავშირი მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან ვერც თეთრ სახლში ვერ დაინახეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რიამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა“, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მასობრივი ღონისძიებები გაუქმებულია. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია უნივერსიტეტებს, რომ შაბათ-კვირას მოერიდონ მასობრივ ღონისძიებებს და შაბათს სტუდენტები გადაიყვანონ დისტანციურ სწავლებაზე.