სპეცსამსახურებმა ტერორისტული პროვოკაციული ქმედებების გამოსავლენად და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების მიერ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები გაატარეს
აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური დაჯგუფება გაანეიტრალეს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდა, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.
„სპეცსამსახურებმა ერთობლივი კომპლექსური ზომები მიიღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტერორისტული პროვოკაციული ქმედებების გამოსავლენად და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების მიერ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ტყის ძმების" საქმიანობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული გადირ გაჯიევი დანაშაულებრივ ურთიერთობაში შევიდა გუსარის რაიონის მცხოვრებლებთან - კამრან კერიმხანოვთან, უმუდ გულალიევთან, ვალერიკ ადილოვთან, რიად საფარალიევთან, როვშან ლაჩინოვთან, ნაზიმ ზაკიევთან და ა.შ. და მათთან ერთად ემზადებოდა გუსარის რაიონის ტერიტორიაზე ტერაქტებისთვის, სოფლების - ხილი, ჯიბირი, იასაბი - ტერიტორიაზე ტყის მასივში ქმნიდა მიწისქვეშა თავშესაფრებს და ამარაგებდა მათ საბრძოლო მასალით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, ტექაღჭურვილობით და სხვა საშუალებებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქ გუსარში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სპეცრაზმის წევრებს.