მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც დაშავდა კიდევ ერთი პირი.

აშშ-ში, ტენესის შტატში პოლიციელის მხრიდან გასროლას 33 წლის გიორგი მერაბიშვილი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა 9 თებერვალს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება - სამართალდამცველებმა ცეცხლი სიტუაციის გამწვავების შემდეგ გახსნეს.

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.