ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი 15 წლის მეწარმე ქრისტეფორე დარჩაშვილია. იგი ერთ-ერთი ყველაზე პატარა მეწარმეა საქართველოში. ქრისტეფორე ქუთაისის 23–ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. თუმცა ის, რომ მოსწავლეა სრულებით არ უშლის ხელს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნუგბარი აწარმოოს.

ქრისტეფორე აწარმოებს სასარგებლო ნაწარმს, რომელსაც „ჯანი“ ჰქვია, რომელიც გარგარის, ქლიავის ჩირის, ნიგოზის, ქიშმიშის, თაფლის ნაზავია და ვიტამინების (B1,B6,C,E,) ნამდვილ საბადოს წარმოადგენს.

— იმის გამო, რომ სკოლის მოსწავლე ვარ ვფიქრობ, ჩემი მთავარი მოვალეობა ხარისხიანი განათლების მიღებაა. ვცდილობ აქტიური მოქალაქე ვიყო და ამით ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში.

- როგორ და რატომ გაგიჩნდათ იდეა „ჯანი“ შეგექმნათ?

— შპს „დეზი“ დაახლოებით ოთხი თვის წინ დაარსდა უნიკალური იდეის საფუძველზე. დავიწყეთ ქართული 100%-ით ნატურალური პროდუქტის წარმოება, რომელიც არათუ ქართულ ბაზარზე, არამედ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზეც არ გვხდება. ჩვენს  წარმოებას ძალიან ფაქიზად ვეპყრობით. ნაწარმი არის ქართული. ნედლეულს გლეხებისგან და სხვა მეწარმეებისგან ვყიდულობთ, რაც სოფლის მეურნეობის წახალისებაა და მისი ეფექტიანობის გაზრდასთან არის დაკავშირებული.

tkbileuli- რა პროდუქციას აერთიანებს „ჯანი“?

— პროდუქტი სახელად „ჯანი" ხარისხისა და გემოს ეტალონია. „ჯანი“ არის ახალი ქართული 100%-ით ნატურალური პროდუქტი, რომელიც აუცილებელი დანამატია ნებისმიერი ადამიანის კვების რაციონში.

ჯანი თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით წარმოადგენს ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების ნამდვილ საბადოს. ის შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, მაგნიუმს, მონო და დისაქარიდებს, ფოსფორს. იგი ასტიმულირებს ჰემოგლობინისა და იმუნიტეტის დონეს. მისი მიღება რეკომენდირებულია ფიზიკური, თუ გონებრივი დატვირთვის დროს. „ჯანი" ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ნუგბარია.

პრუდუქტის სახელი „ჯანი“ ამომწურავად პასუხობს იმ მთავარ კითხვას, თუ რის მიცემა შეუძლია მას მომხმარებლისთვის. ეს არის ჯანმრთელობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. „ჯანი“ ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.

„ჯანის“ მიღება არის იმ მიზნისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რასაც ჯანმრთელად ყოფნა ჰქვია. სასარგებლო თვისებებთან ერთად ის უგემრიელესია. ჩვენი სლოგანიც შესაბამისია — „ჯანი’’- ტკბილეულში ნაპოვნი ჯანმრთელობა.

- ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ საქმიანობაში გეხმარებიან?

darchiashvili— შპს „დეზის“ დამაარსებლები არიან დავით კუპრაშვილი და ზურაბ მანჯგალაძე. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, დაფუძნებული სასარგებლო სიახლეებსა და გამოცდილებაზე. ძალიან მიხარია, რომ ამ ასაკიდანვე გამოცდილი მეწარმეებისგან ვსწავლობ ბაზრის ანალიზს, ნატურალური პროდუქტის წარმოებას, ნაწარმის რეალიზებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლის კარგი ცოდნა და პრაქტიკაში სწორი გამოყენება მეწარმის წარმატების გარანტია და საწინდარია.

- სკოლის მოსწავლე ხართ, არ გიჭირთ სწავლის და თქვენი საქმიანობის შეთავსება ერთმანეთთან?

— სრულებით არა. მეწარმეობრივი უნარ-ჩვევების განვითარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, გამოწვევა რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან და ქართული წარმოების გაძლიერებასთან.

თუკი ქართველ მეწარმეს ექნება შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს, ეს საქმიანობა სწორედ მაშინ გახდება მიმზიდველი და აქტუალური. სიტყვები „მეწარმე“  უნდა ასოცირდებოდეს ბიზნეს ურთიერთობებთან, სარგებელთან, განათლებასთან და პროგრესთან.

- ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება რთული არ იყო? როგორ მიიღო თქვენი პროდუქცია ქართველმა მომხმარებელმა?

— ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ კუთხით. ჯერჯერობით ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ქუთაისში იყიდება. საზოგადოებას ძალიან მოსწონს „ჯანი“. მას საქართველოს ყველა კუთხიდან ითხოვს მოსახლეობა.

ამ კუთხით დედაქალაქი განსაკუთრებით აქტიურია. ვფიქრობ, რომ სამთავრობო დონეზეა გადასაწყვეტი ის საკითხი, რომ ქართული ნატურალური და სასარგებლო პროდუქტი მისსავე ბაზარზე დაუბრკოლებლად ხვდებოდეს. ქართული წარმოების გაზრდა არის ეროვნული საქმე, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ არის მიმართული.

xristepore- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მიზანი: საზოგადოების ნატურალური პროდუქტებით უზრუნველყოფა, ქართული წარმოების გაძლიერება და უნიკალური ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია.

ძალიან გვინდა, ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს. ევროკავშირი ხომ შესაძლებლობის ფართო ასპარეზია. ევროპული ბაზარი გამოირჩევა თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციით. ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მოთხოვნა და მოსახლეობას მივაწოდოთ უდიდესი სარგებლის მომტანი პროდუქტი.

მერი ბლიაძე


Источник: https://sputnik-georgia.com/people/20171220/238623263/qristefore-darchiashvili.html