ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა - რამინ შამილიშვილმა და გოდერძი ბერელიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა რამინ შამილიშვილი, რომელიც 55 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ევროპის ვიცე-ჩემპიონია, მან ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა - რამინ შამილიშვილმა და გოდერძი ბერელიძემ იასპარეზა.

რამინ შამილიშვილმა ატაცში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 106/109/111 წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი მედალი მოუტანა.